ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი — ფეხბურთის ასოციაციათა
საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო
გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან
ოთხწლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო
ომის გამო არ ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია ესპანეთი.
ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები სამ წელზე მეტ ხანს
მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე,
დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება
ერთმანეთს.
დღემდე ჩატარებულ 19 ჩემპიონატში რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის
მოპოვება. ამჟამად ლიდერობს ბრაზილია, რომელიც ტურნირის ხუთგზის
გამარჯვებულია, მას მოჰყვება იტალია ოთხი გამარჯვებით, შემდეგ გერმანია
სამი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ, ხოლო თითო
გამარჯვება აქვთ ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს
მსოფლიოში, 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაახლოებით 715,1
მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზიით. (სრულად...)
რუსეთის ქალაქ იაროსლავლთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 43
ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იაროსლავის „ლოკომოტივის“ ჰოკეის გუნდის
მოთამაშეები.
ვენეციის ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ლომი“ ალექსანდრე სოკუროვის
(სურათზე) ფილმ „ფაუსტს“ ერგო.
თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ
აფრიკის რესპუბლიკა. იხილეთ აუცილებელი სტატიების სია. თქვენც შეგიძლიათ
დაგვეხმაროთ მათ დაწერაში.
მოგესალმებით ვიკიპედიაში!
ეს არის თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიის პროექტი
იაპონური ციყვი — ძუძუმწოვარი ციყვისებთა ოჯახიდან, იაპონიის კუნძულების
ენდემი. ძირითადი არეალი — ჰონსიუსა და სიკოკუს ტყეები. აგრეთვე
ბინადრობს კუნძულ კიუსიუზე. იკვებება თესლებით, ფოთლებითა და
მწერებით. შემოდგომაზე მიწაში მარხავს რკოს, რომლითაც იკვებება ზამთრის
განმავლობაში.
ტექსტი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; და
შესაძლოა არსებობდეს დამატებითი პირობები. იხილეთ გამოყენების
პირობებიდამატებითი ინფორმაციისთვის.
